2014 წლის მაისიდან „ჯ.ბ. აუდიტი“ მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საერთაშორისო ასოციაციის - Leading Edge Alliance (LEA GLOBAL) წევრია. LEA GLOBAL 1999 წლიდან ჩართულია საერთაშორისო აუდიტორული მომსახურების სფეროში და აერთიანებს 600-ზე მეტ კომპანიას 110 ქვეყანაში. მისი ქსელი მოიცავს 2400 პარტნიორსა და 25 000 თანამშრომელს. ეს საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს გარშემო აერთიანებს საუკეთესო ბუღალტრულ და აუდიტორულ ფირმებს, მათ ცოდნასა და „ნოუ-ჰაუს“, რომელთა შეჯერებით ჩამოყალიბებულ საერთო ხედვას აწვდის კლიენტებს. გამოცდილი პროფესიონალები ყველა ქვეყნიდან უზიარებენ ერთმანეთს კონკრეტულად მათ რეგიონზე მორგებულ და შემუშავებულ მიდგომებს კლიენტებთან დაკავშირებით.
LEA გლობალური კომპანიაა რეგიონალური მიდგომით. მისი პარტნიორი კომპანიების საერთო წლიური ბრუნვა 3.2 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს.
LEA GLOBAL-მა საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანია „ჯ.ბ. აუდიტზე“ შეაჩერა არჩევანი და მისცა შესაძლებლობა საქმიანობა კიდევ უფრო განემტკიცებინა როგორც საქართველოში, ისე კავკასიის რეგიონში.
LEA-ს წევრობა ნიშნავს აკმაყოფილებდე ყველა საერთაშორისო სტანდარტს, ხოლო კლიენტს აქვს გარანტია, რომ მიიღებს საუკეთესო მომსახურებას ამ სფეროში.