ორშ-პარ: 10:00-19:00

„ჯ.ბ. აუდიტი“: ყველაზე გავრცელებული ფინანსური შეცდომები, რასაც ბიზნესი ხშირად უშვებს

„ჯ.ბ. აუდიტი“ პროფესიულ გამოცდილებებზე დაყრდნობით საკუთარ ანალიზს გიზიარებთ, რათა უკეთესად დავეხმაროთ ქართულ ბიზნესებს ფინანსური გამჭვირვალობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

კომპანიის სპეციალისტების თქმით, ქართულ ბაზარზე არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ორგანიზაციები ფინანსურ ან საგადასახადო კუთხით შეცდომებს უშვებენ — ხშირად გაუცნობიერებლად, თუმცა შედეგებით სერიოზულად ზიანდებიან.

ყველაზე ხშირი შეცდომებია:

  • არაზუსტი ან დაუმუშავებელი ფინანსური ანგარიშგება
  • საგადასახადო ვალდებულებების არასწორი ინტერპრეტაცია
  • შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლებობა
  • აუდიტისთვის დაუგეგმავი და გვიანი მზადება
  • კონკრეტული სექტორისთვის დამახასიათებელი რეგულაციების უგულებელყოფა

„ჯ.ბ. აუდიტი“ მოუწოდებს ყველა ტიპის კომპანიას, პერიოდულად გადახედონ საკუთარ ფინანსურ პოლიტიკას, უზრუნველყონ შესაბამისობა კანონმდებლობასთან და საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალების დახმარებით თავიდან აირიდონ დამატებითი რისკები.

„ჯ.ბ აუდიტი“ მზადაა გაგიწიოთ დახმარება და შესაბამისი კონსულტაციები მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად.