საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, ჟინვალთან დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა.
“ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს დროში მოხდეს ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობის აღდგენა”, - აცხადებენ უწყებაში.