ჩვენი სიახლეები შეხვედრა მთავარ პროკურატურაში

29 / იან / 2018

შეხვედრა მთავარ პროკურატურაში

25 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსთან, ირაკლი ნადარეიშვილთან და  დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, კოკა კაციტაძესთან. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია.

შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაწყებული ახალი პროექტის – „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ შესახებ, რომლის მიზანია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობის კვლევა და მისი საქმიანობის გაუმჯობესების  ხელშეწყობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რიგ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის: ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მიმართულებები, მუშაობის წესი, დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა, მათი შერჩევა-დანიშვნის წესი და კრიტერიუმები, დეპარტამენტის მიერ გამოსაძიებელ საქმეთა მისაღებობის კრიტერიუმები და საქმეთა შერჩევის წესი, იმ დანაშაულთა კატეგორია და მათი რაოდენობა, რომელსაც ახალი დეპარტამენტი იძიებს და სხვა.

კვლევის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ახალი დეპარტამენტის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კვლევის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი დეპარტამენტის მუშაობას სხვადასხვა მეთოდით შეაფასებს. მონიტორინგი განხორციელდება მთავარი პროკურატურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით, პროკურორებთან, ადვოკატებთან, მოსამართლეებთან და დაზარალებულებთან გასაუბრებითა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის გზით. პროექტის მიმდინარეობისას ორგანიზაცია დააკვირდება განაჩენების გადასინჯვის სასამართლო  განხილვებს.  ასევე – აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“.

პროექტი „მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფონდ „ღია საზოგადოება –  საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა სიახლეები

30 იან 2018

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.
დაწვრილებით
30 იან 2018

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა. 
დაწვრილებით